ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 614 პირიდან, კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლევა 614 ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის 410 ნიმუში მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო მიღებული.
მესტიიდან მიღებულ ნიმუშებს შორის კორონავირუსი ერთ შემთხვევაში დადასტურდა.
რაც შეეხება დანარჩენ 204 გამოკვლეულს, 20 მათგანი ცხელების ცენტრის პაციენტია, 63 მედპერსონალი, კარანტინიდან გადაყვანილი 70 პირი, თვითიზოლაციაში მყოფი 14 პირი, შსს-ს 15 თანამშრომელი, ბავშვთა სახლის 11 ბენეფიციარი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი ათი ადამიანი და ერთი მძღოლი.
204 გამოკვლეულიდან „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.