ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 147 პირიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 147 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულთა შორის არიან, ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 57 წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი თანამშრომელი, ფოთის საბაჟოს 34 თანამშრომელი, ერთი მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი რვა პირი.
ასევე, ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს კარანტინიდან 27 და თვითიზოლაციიდან სამი მოქალაქე.