ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 75 მოქალაქეს, მათ შორის ექვს მედიკოსს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე ჩატარებული 75 ტესტის პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულთა შორის ექვსი მედიკოსია, 12 რეგიონის ცხელების ცენტრის პაციენტი, სამი თვითიზოლაციაში მყოფი პირი, დანარჩენი პირები კი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან იყვნენ.
ლაბორატორიაში კვლევისთვის სულ 101 ნიმუში შევიდა. დანარჩენი 26 ტესტის პასუხი ორშაბათს გახდება ცნობილი.