ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 160 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 160 ტესტი ჩატარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
160 ნიმუშიდან, 11 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 129 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, 13 საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლი, ოთხი პირი საკარანტინო სივრციდან და სამი თვითიზოლაციიდან.