ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 137 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღეს 141 ტესტი ჩატარდა. მათ შორის იყო 19 პაციენტის, 85 რეგიონის სამედიცინო პერსონალის, ოთხი თვითიზოლაციაში მყოფი პირის, სამი კანრანტინში მყოფი პირის, 26 დიალიზზე მყოფი პირის, ოთხი საბაჟო–სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლის ნიმუში.
137 ნიმუშზე პასუხი უარყოფითია, ხოლო ოთხ ტესტზე პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დღეს გამოკვლეულ ნიმუშებს შორის იყო ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერის წარმომადგენელი ოთხი პირის შუალედური ტესტები, რომლებიც უარყოფითია. ხვალ მათ კვლევა კვლავ ჩაუტარდებათ.