ზუგდიდის ლაბორატორიაში 92 ადამიანი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 92 ადამიანის ბიოლოგიური მასალის ტესტირება ჩატარდა, ყველა პასუხი უარყოფითია.
92 ტესტიდან 82 რეგიონის სამედიცინო პერსონალია, ცხრა ცხელების ცენტრების პაციენტი და ერთი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან.
ამასტან, ხვალ დამატებით ოთხი პაციენტის ანალიზებს გამოიკვლევენ.