ზუგდიდის ლაბორატორიაში 37 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 37 ადამიანის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია.
37 ტესტიდან 15 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, შვიდი რეგიონის სამედიცინო პერსონალი, შვიდი საკარანტინო სივრციდან და რვა თვითიზოლაციაში მყოფი პირი.