ზუგდიდის ლაბორატორიაში 217 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ზუგდიდის ლაბორატორიაში 217 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 217 ნიმუში გაიტესტა კორონავირუსზე. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

217-დან რვა იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 65 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, 96 შსს-ს თანამშრომელი, ცხრა ტრაილერის მძღოლი, 20 იყო საკარანტინო სივრციდან, 21 კი თვითიზოლაციიდან.

ასევე გამოიკვლიეს კოვიდდადასტურებული პაციენტი რუხის საავადმყოფოდან. მისი განმეორებითი ტესტიც უარყოფითია და პაციენტმა კლინიკა დატოვა.