ზუგდიდის ლაბორატორიაში​ 41 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, 40 პასუხი უარყოფითია, რუხის კლინიკის პაციენტის პასუხი კი სუსტად დადებითი რჩება
ზუგდიდის ლაბორატორიაში​ 41 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, 40 პასუხი უარყოფითია, რუხის კლინიკის პაციენტის პასუხი კი სუსტად დადებითი რჩება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში​ კორონავირუსზე 41 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა.

გამოკვლეულთა შორის ცხელების ცენტრების ცხრა პაციენტი პაციენტი, 22 მედპერსონალი, ექვსი კარანტინიდან, ოთხი კი თვითიზოლაციიდან იყო. ასევე გამოიკვლიეს რუხის კლინიკაში მოთავსებული ერთი კოვიდინფიცირებული.

რუხის კლინიკის პაციენტის პასუხი შუალედური ტესტირებით რჩება სუსტად დადებითი და ის გააგრძელებს მკურნალობას. დანარჩენი 40 პასუხი უარყოფითია.