ზუგდიდის კლინიკა „ევექსში“ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდში, კლინიკა „ევექსში“ დიალიზზე მყოფი ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდა ცნობილი. არც ერთ შემთხვევაში ვირუსი არ დადასტურდა.
როგორც ზუგდიდის კლინიკა „ევექსის“ კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კლინიკაში სულ დიალიზზე მყოფ 108 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველას პასუხი იყო უარყოფითი.
სულხან ორჟონიას თქმით, უკვე გაიარა ტესტირება კლინიკის მედპერსონალმა და არც ერთ შემთხვევაში ვირუსი არ დაფიქსირდა.