ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება
ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. სარეაბილიტაციო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან ერთად გაეცნო.
ჩატარდა ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის, ხელოვნური ტბის, სარწყავი არხის, სველი წერტილების, ბაღის ღობის და სასეირნო ბილიკების მოწყობის სამუშაოები.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნის 50-იან წლებში სამეგრელოს მთავრის მეუღლის ეკატერინე ჭავჭავაძის ინიციატივით გაშენდა.