ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი საავადმყოფოს დღეს დატოვებს
ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი საავადმყოფოს დღეს დატოვებს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს. 67 წლის მამაკაცი, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, 25 მარტიდან დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას უკვე ორჯერ ჩაუტარდა კვლევები კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. გაწერის შემდეგ მამაკაცი თვითიზოლაციაში 15 დღის განმავლობაში დარჩება.

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ 50 წლამდე ქალს, ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 30 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს. მას მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.