ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიიდან ფოთში 28 პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის დამატებით 28 პირის – გაფორმების ეკონომიკური თანამშრომლების ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
„ფოთში დღეს 28 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი გაფორმების ეკონომიკური ზონის წარმომადგენლები არიან. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.