ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე კიდევ 178 პირი გამოიკვლიეს
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე კიდევ 178 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულ პირთა შორის იყო ცხელების ცენტრების ცხრა პაციენტი, მედპერსონალის 63 წარმომადგენელი, შსს-ს 72 თანამშრომელი, 34 მძღოლი. არც ერთ შემთხვევაში ვირუსი არ დადასტურდა.