ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 523 ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 523 ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი უარყოფითია

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსზე 523 ტესტი ჩატარდა და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.

ცენტრის ცნობით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს ცხელების ცენტრების 26 პაციენტი, მედპერსონალის 29 წარმომადგენელი, კარანტინიდან ორი პირი, თვითიზოლაციიდან ცხრა ადამიანი, შსს-ს 436 თანამშრომელი, 20 მძღოლი და ეპიდაფეთქების კერაში მყოფი ერთი მოქალაქე.