ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 31 ტესტი ჩატარდება
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 31 ტესტი ჩატარდება

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ-19“-ზე დღეს 31 ადამიანის ბიოლოგიურ მასალას გამოიკვლევენ. მათ შორის არიან სენაკის ცხელების ცენტრის მედპერსონალი და პაციენტები ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენტრებიდან.

„უკვე დავიწყეთ მუშაობა მორიგ „პისიარ“ კვლევებზე და გვაქვს სამი რეგიონის პაციენტების ბიოლოგიური მასალა. ერთობლიობაში, გამოვიკვლევთ 31 პაციენტის ბიოლოგიურ მასალას „პისიარ“ ტესტების საშუალებით. ხვალიდან კი, მესტიის მუნიციპალიტეტიდან შემოსულ ბიოლოგიურ მასალებს გამოვიკვლევთ“, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

დღევანდელი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.