ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 602 ნიმუშის, მათ შორის მესტიიდან 101 პირის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 602 ნიმუშის კვლევა ჩატარდა.
ყველა შემთხვევაში კორონავირუსზე პასუხი უარყოფითია.
მათ შორის 101 ბიოლოგიური ნიმუში იყო მესტიის მუნიციპალიტეტიდან. რაც შეეხება დანარჩენ 501 ნიმუშს, ეს იყო რეგიონის სხვა რაიონებიდან, მათ შორის 18 პაციენტი, მედპერსონალი – 151, კარანტინიდან 18 პირი, თვითიზოლაციიდან 16 ადამიანი, შსს-დან- 284 პირი, 13 მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი ერთი პირი. მათი კვლევის შედეგიც უარყოფითია.