ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 45 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 45 ნიმუშის კვლევა ჩატარდა და ინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
გამოკვლეულებს შორისა, ცხელების ცენტრების 15 პაციენტი, სამედიცინო სფეროს ორი წარმომადგენელი, კარანტინში მოთავსებული 27 პირი, თვითიზოლაციაში მყოფი ერთი მოქალაქე.
საქართველოში 7 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.