ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 230-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 230 ნიმუშის კვლევა ჩატარდა.
მათ შორის 75 მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო გაგზავნილი. ტესტირება ჩატარდა რისკ ჯგუფების მიხედვით და გამოიკვლიეს: ცხელების ცენტრების 23 პაციენტი( მათ შორის ექვსი პაციენტი ლენჯერის კლასტერიდან ორჯერადი უარყოფითი შედეგით გამოჯანმრთელდა, ხოლო კიდევ ერთი პაციენტი იგივე კლასტერიდან შუალედურად გაიტესტა), სამედიცინო პერსონალის 61 წარმომადგენელი, მესტიის საკარანტინო სივრცეებში მყოფი 29 პირი, ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ორი, თვითიზოლაციიდან 36, მათ შორის 27 მესტიის მუნიციპალიტეტიდან. გამოკვლეულთა შორის იყო 46 შსს-ს თანამშრომელი, სამი მძღოლი, დიალიზზე მყოფი ათი პირი და ეპიდკერაში მყოფი 20 ადამიანი.
ყველ პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, კოვიდინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა.