ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 207 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 207 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
207 ტესტიდან ცხრა იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 84 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, 56 მძღოლი, 43 ფოთის საბაჟოს თანამშრომელი, ორი დიალიზზე მყოფი პირი, 13 კი, იყო საკარანტინო სივრციდან.