ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 104 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 104 ნიმუში გაიტესტა კორონავირუსზე. ყველა პასუხი უარყოფითია.
104 ტესტიდან 15 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 40 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, ოთხი იყო საკარანტინო სივრციდან, ორი – თვითიზოლაციიდან, ხოლო 43 ფოთის საბაჟო-სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელი.