ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 86 პაციენტს გამოიკვლევენ, კიდევ 135 პირს კი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ-19“-ზე დღეს 86 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა.
მათ შორის 73 ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდანაა, ხოლო 13 „ცხელების ცენტრებიდან“.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, გუშინ მათთან გამოკვლეული 135 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დადასტურებია.
გამოკვლეულთა შორის იყვნენ, როგორც მედიკოსები წალენჯიხიდან, ასევე ზუგდიდის „112“-ის ფილიალებიდან და ექიმები დევნილთა პოლიკლინიკებიდან.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა, „კოვიდ-19“-ზე „პისიარ“ კვლევები ტარდება.
ლაბორატორიაში გუშინ 135 ბიოლოგიური მასალა შევიდა. სულ კი 300-დე პირია გამოკვლეული. სამასივე ადამიანის პასუხი უარყოფითია.