ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 29 ადამიანს, მათ შორის მედიკოსებს გამოიკვლევენ
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 29 ადამიანს, მათ შორის მედიკოსებს გამოიკვლევენ

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღის ბოლომდე 29 ადამიანს „კოვიდ-19“-ზე გამოიკვლევენ.

მათ შორის არიან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოსა და სენაკის „ცხელების ცენტრის“ მედიკოსები.

„პისიარ“ კვლევა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და დღის ბოლოს დასრულდება.

შეგახსენებთ, ამ დრომდე სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ლაბორატორიაში ასამდე პაციენტია  გამოკვლეული. ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

როგორც აღინიშნა, „პრაიმედის“ ლაბორატორიაში ხვალიდან ჩინურ რეაქტივებს ელოდებიან.

ამის შემდეგ ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს. კვლევები ჩაუტარდებათ ჯარისკაცებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს.