ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 210 ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან ერთ შემთხვევაში ვირუსი დაფიქსირდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღეს 210 საეჭვო პირის ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან 209-ის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია, ერთი კი, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, სუსტად დადებითი.
კორონავირუსზე სუსტად დადებითი პასუხი 70 წლამდე მამაკაცის შემთხვევაში მიიღეს. მას საზღვრის კვეთა უფიქსირდება. ხვალ ამ პირს კორონავირუსზე ისევ ჩაუტარდება ტესტირება.
რაც შეეხება 209 პირს, მათ შორის 12 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 61 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, ერთი პირი საკარანტინო სივრციდან, ორი თვითიზოლაციიდან, 45 საბაჟო-სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელი, 29 დიალიზზე მყოფი პაციენტი და მათი მომსახურე სამედიცინო პერსონალი. ასევე, ტესტირება ჩაუტარდა 59 სამართალდამცველს.