ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 67 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 67 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტია. 67 წლის მამაკაცის განმეორებით ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. პასუხი უარყოფითია.

დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 67 წლის მამაკაცი 25 მარტიდან მკურნალობდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საქართველოში კორონავირუსისგან ამ დროისათვის სულ 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა.