ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 122 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს.
მათ შორის 25 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 66 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, 22 თვითიზოლაციაში მყოფი პირი (მათ შორის ათი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კონტაქტი), ცხრა პირი საკარანტინო სივრციდან (მათ შორის ერთი ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერი).
კვლევის შედეგად, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.