ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 93 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ზე გამოკვლეული 93 პირის პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 94 ადამიანის ტესტირება მოხდა. როგორც ჯანდაცვის ცენტრში საზოგადოებრივი განმარტავენ, ერთი იყო დადებითი პასუხი, თუმცა ეს არ არის ახალი შემთხვევა. ეს იმ ინფიცირებული ქალის შუალედური ნიმუშია, რომელიც 5 მაისიდან მკურნალობს კორონავირუსზე რუხის საავადმყოფოში. პაციენტს მკურნალობის კურსი გაუგრძელდება და მოგვიანებით ხელახალი ტესტირება ჩაუტარდება.
94 ნიმუშიდან ორი იყო კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კლასტერი, ხუთი ადამიანი საკარანტინო სივრციდან, 14 – ცხელების ცენტრებიდან და დანარჩენი რეგიონის მედპერსონალი.