ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 365 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 365 ნიმუშია გამოკვლეული. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.
გამოკვლეულ პირებს შორის ცხელების ცენტრების პაციენტი იყო 12, მედპერსონალი – 200, მძღოლი- 30, შსს-ის თანამშრომელი – 101, კარანტინიდან – 21, თვითიზოლაციიდან – ერთი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავორუსის 1010 დადასტურებული შემთხვევაა.