ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ვირუსი აღარ უფიქსირდება
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ვირუსი აღარ უფიქსირდება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 67 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მიღებული პასუხებით ვირუსი აღარ უფიქსირდება.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, 67 წლის მამაკაცს განმეორებითი კვლევა გუშინ ჩაუტარდა, მისი ბიოლოგიური მასალა დღესაც გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და თუ დღესაც უარყოფითი პასუხი მოვიდა, პაციენტს ორშაბათს გაწერენ საავადმყოფოდან.

67 წლის მამაკაცი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოში 24 მარტს ცხელებით შეიყვანეს. 25 მარტს მას კორონავირუსი დაუდგინდა. მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის მკვიდრია. ის 20 მარტს ჩამოვიდა თურქეთიდან და თვითიზოლაციაში იყო.

მას შემდეგ რაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა ზედაეწერში თერმოსკრინინგი 1200 მეტ ადამიანს ჩაუტარდა.