ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 67 წლის მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით 67 წლის მამაკაცი შეიყვანეს.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ მამაკაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნება.
პაციენტს სინჯები აუღეს, რომელიც კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. ანალიზის პასუხი, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, მამაკაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა, ის აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ამასთან, ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში კარანტინიდან ერთი ადამიანი მოათავსეს, თუმცა როგორც ირკვევა, მას შესაბამისი სიმპტომები არ აღმოაჩნდა და კვლავ კარანტინში დააბრუნებენ.
რეგიონში თვითიზოლაციაში 401 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი – 86.