ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 332 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 332 ნიმუშია გამოკვლეული. ყველა პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულ პირთა შორის ცხელების ცენტრების 12 პაციენტია, 37 რეგიონის მედპერსონალია, 250 შსს თანამშრომელი, ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო დიალიზზე მყოფი 28 პირია.