ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 185 პირი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 185 ნიმუში გაიტესტა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეული პირებიდან 15 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 63 – რეგიონის სამედიცინო პერსონალი, სამი იყო კარანტინიდან, 17 – დიალიზზე მყოფი პაციენტი, 20 – ფოთის საბაჟოს თანამშრომელი , შვიდი – თვითიზოლაციიდან, 60 კი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი.
არც ერთ შემთხვევაში „კოვიდ-19“ არ დადასტურდა.