ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე აშენდება ახალი სპორტული კომპლექსი დიდი ოლიმპიური საცურაო აუზით
ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე აშენდება ახალი სპორტული კომპლექსი დიდი ოლიმპიური საცურაო აუზით

ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ავაშენებთ ახალ სპორტულ კომპლექსს დიდი ოლიმპიური საცურაო აუზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდშ, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლება ქვეყნისა და მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა.

„განათლება არ არის მხოლოდ ვიწრო სფერო, ეს არის კულტურისა და სპორტის ერთობლიობა. ეს არის ის სამი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.