ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის დასრულება ნოემბრისთვის იგეგმება
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ნოემბერში ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულდება.
პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.
ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაღის ტერიტორიაზე აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები და შესასვლელში მოეწყობა სალაროსა და დაცვისთვის ჯიხურები.
ფონდის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 11 231 524 ლარია.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.