ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საკოლმეურნეო ბაზრის, შპს „სუპერმარკეტის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოვაჭრეების დახლები გაიტანა.
ადგილზე არსებულ მოვაჭრეების ნივთებს დაცვა ჩაიბარებს და მათ გადასცემს. მოვაჭრეები ადგილზე ჯერ არ გამოჩენილან.
რამდენიმე დღის წინ, გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, ტერიტორია უახლოეს პერიოდში დაეტოვებინათ.
მიუხედავად გაფრთხილებისა, გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქციები დააანონსეს.
ზუგდიდის მერია წლების განმავლობაში ცდილობდა აღნიშნული ტერიტორიის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლებას. მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართიც კი შესთავაზეს, თუმცა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან მათი გადაყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.