კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ზომები გამკაცრდა.
ბაზარში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, დახურულ პავილიონებში მოქალაქეები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე, ბაზრის როგორც გასასვლელში, ასევე შემოსასვლელში დამონტაჟებულია დეზობარიერები.
ბაზარში რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვას სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს.