ზუგდიდის 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიამ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ხუთი უბნის შედეგები ხელახლა გადათვალა, ცდომილება არ დაფიქსირდა
ზუგდიდის 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები ხელახლა გადათვალა. 70-დან ხუთი უბანი ლოტოტრონით, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. არცერთი უბნის შედეგებში რაიმე სახის ცდომილება არ იყო.
ხმების გადათვლის პროცესს ესწრებოდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები.
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 116 526 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 26 ოქტომბრის არჩევნებზე 55 098 ამომრჩეველმა მისცა ხმა მისთვის სასურველ პარტიას.
„ლოტოტრონის საშუალებით, გუშინდელ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, გამოვლინდა ხუთი უბანი. ესენია: N9, N25, N42, N45 და N 52-ე უბნები. უბნის შედეგების გადათვლა მოხდა კანონმდებლობის საფუძველზე, შედეგები უცვლელია, ამ გადათვლების შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას შედეგების უცვლელად დატოვების შესახებ“, – განაცხადა ზუგდიდის 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა.