ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე სავარაუდო ზეწოლის საქმეზე ბაჩანა შენგელიას 25 დეკემბერს გამოკითხავენ
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის პერსონალზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებაზე ბაჩანა ახალაია სამშაბათს, 25 დეკემბერს გამოიკითხება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.
„შენგელიას, პროკურატურაში შემოტანილი განცხადების საფუძველზე, გენერალური პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოსვლას და პროკურატურაში გამოცხადებას სამშაბათამდე ვერ შეძლებს.
ბაჩანა შენგელიამ საქართველოს პროკურატურას გუშინ, 19 დეკემბერს მომართა და მის განცხადებაში დასახელებული გარემოებებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.