ზუგდიდის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 93.88% მიიღო
ზუგდიდის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 93.88% მიიღო.
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა – ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 93.88% (31 678 ხმა) და მალხაზ ჯალაღონია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 6.12% (2 064 ხმა).
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგისტრირებული 120 255 ათასი ამომრჩევლიდან
წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტუში 35 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 29 პროცენტამდეა.
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, სულ ოთხი საჩივარია რეგისტრირებული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, ხოლო ხმების დათვლაზე და შემაჯამებელ ოქმებზე საჩივრები არ დაფიქსირებულა.
საჩივრები, რომელიც დაფიქსირდა, მირანდა მესხის განცხადებით, ეხებოდა პროცედურულ გადაცდომებს, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებით წილისყრას, ასევე რეგისტრატორის მიერ გამორჩენილ ხელმოწერას, რაზეც რეგისტრატორმა განცხადებაშიც მიუთითა.
მესხის, განმარტებით ეს პროცედურული საკითხები შედეგებთან დაკავშირებით ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
ამ დროისათვის, ყველა, 109-ვე საარჩევნო უბანი არის დათვლილი და აიტვირთა ცესკო-ს ვებგვერდზე.