ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ანი წითლიძე და რამდენიმე მოქალაქე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ანი წითლიძე და რამდენიმე მოქალაქე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
წითლიძის განცხადებით, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ აგიტატორები არიან და უბნის ტერიტორიაზე სამაგიდო სიებით გადაადგილდებიან.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი „ქართულ ოცნებასთან“ არანაირ შეხებაში არ არიან. ადგილზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ანი წითლიძესაც.
წითლიძის განცხადებით, ეს მოქალაქეები უბნის მაყურებლები არიან. ადგილზე სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ადგილზე იმყოფებოდა გრიგოლ ვაშაძეც.