ზუგდიდში კარატეს მწვრთნელთა გადამზადება-სემინარი მიმდინარეობს. როგორც საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მუშაობენ საპილოტე პროგრამაზე „კრავ მაგა“, რომლის მიხედვითაც თბილისის, ბათუმისა და ზუგდიდის რამდენიმე სკოლაში მოსწავლეებს თავდაცვის ხერხებს შეასწავლიან.
ბასილიას თქმით, მსგავსი პროგრამა ისრაელის სკოლებშია აპრობირებული. მწვრთნელები სპეციალურ მომზადებას გაივლიან.
ამასთან, ხვალ გაიმართება დიდი ტურნირი კარატეში, რომელშიც მონაწილეობას გალელი სპორტსმენებიც მიიღებენ.