ზუგდიდი–ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა გაიხსნა. საავტომობილო გზა ლატალის მიდამოებში იყო ჩაკეტილი
უხვი ნალექის გამო მთის ნაშალმა საგზაო მოძრაობა დილიდან შეაფერხა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
„გზა უკვე გაწმენდილია და საგზაო მოძრაობა აღდგენილია“, – განაცხადა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.