ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
6 დეკემბერს კლდის ჩამონგრევის გამო, საავტომობილო გზის ცალმხრივად გახსნა იმდღესვე გახდა შესაძლებელი. გზის მეორე ნაწილის კლდის ნაშალისგან გასუფთავება კი, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე სამუშაოებს ახორციელებდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები.
ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები გეოლოგების დასკვნის საფუძველზე ჩატარდა.