ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა ცალმხრივად გაიხსნა. სპეციალური ტექნიკა ჩახერგილი გზის ორივე მხარეს ამ დრომდე მუშაობს.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე კლდე გამთენიისას ჩამოინგრა.
კლდის ნაშალის მოცულობა იმდენად დიდია, რომ სავარაუდოდ მისი აფეთქება გახდება საჭირო.