ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„აღნიშნული გზის კმ140-185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ30-კმ140 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.