ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფელ დიზთან მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფელ დიზთან მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ- ზე (სოფ.დიზი) მონაკვეთზე, ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდიანრეობს გაწმენდითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.