საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე, ლაჯურღულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე, ლაჯურღულას მონაკვეთზე ქვის ინტენსიური ცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ გვიან ღამით აიკრძალა.