საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) და 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.