ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყრის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რამაც საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტა.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.