ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში-მესტიის გზაზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია [ფოტო/ვიდეო]

ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში- მესტიის საავტომობილო გზის შავღელეს მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა პირველ არხს განუცხადა, ბოლო ერთი კვირაა ინტენსიური ნალექის გამო შავღელე პრობლემებს ქმნის. მისივე თქმით, ჩამოვიდა დიდი ოდენობით წყალი და ტალახი.

ადგილზე მუშაობს კომპანია „ლიდერ+“-ის კუთვნილი სპეცტექნიკა. ჯერ გზის გახსნა სრულად ვერ ხერხდება. გზის ორივე მხარეს ათეულობით მსუბუქი და სატვირთო მანქანაა გაჩერებული.